გიორგი ქობულია: მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური, საბჭოთა კავშირი აღარ არის

“ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესებს, პურის ფასი არ რეგულირდება. სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტს, რა ეღირება პური. საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს პურის ფასის ზრდასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არაკონკურენტული გარემოს გამო მოხდა პურზე ფასის მატება, რეაგირება იქნება.

“აქამდე არასამართლიანი კონკურენციის პირობებს ვერ ვხედავდით, დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა, ამიტომ ამან გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით. ამას გამოვიძიებთ და შევისწავლით, თუ იქნება პრობლემა, ამაზე რეაგირებას მოვახდენთ.

არის თუ არა გარე ფაქტორები, რომელსაც შეეძლოთ გამოეწვიათ პურის ფასის მომატება – ასეთი გარე ფაქტორები, გადავხედეთ ინფორმაციას საერთაშორისო ბაზრებზე, რა ხდება – კი, ასეთი სიტუაცია არის, რომელსაც ნაწილობრივ შეეძლო გამოეწვია პურის ფასის მომატება. მაგალითად, მსოფლიო ბაზრებზე არის ხორბლის ფასების აწევა, აიწია ფასებმა. ჩვენ ვერ ვერევით. მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ არაკონკურენტული გარემოს გამო მოხდა ფასის მატება, რეაგირებას მოვახდენთ კონკურენციის სააგენტოს ფარგლებში. ამაზეა ლაპარაკი”, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად