გიორგი ქობულია: მმართველ გუნდში დისკუსიისას მართლაც მიწოდეს “უცხო სხეული”

ეკონიმიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც პარლამენტში დეპუტატების ერთი ნაწილის მიწვევით ღია ფორმატში მოხსენებით წარდგა, დეპუტატების ზოგიერთ შეკითხვას არ უპასუხა, ან თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან.

​შეკითხვა, რომელიც მთავრობაში საქმიანობისას მისთვის “უცხო სხეულის” დარქმევას უკავშირდებოდა, გიორგი ქობულიამ ღიმილით უპასუხა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მას მართლა უწოდეს, თუმცა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

​”მმართველ გუნდში დისკუსიისას მართლაც მიწოდეს “უცხო სხეული” – განაცხადა გიორგი ქობულიამ და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევას არაერთისგან ჰქონდა ადგილი.

გიორგი ქობულიას ღია ფორმატში მოსმენას ძირითადად ოპოზიციისა და უმრავლესობიდან წასული დეპუტატები დაესწრნენ.

შეხვედრაში უმრავლესობიდან მხოლოდ სამი წევრი მონაწილეობდა: შოთა შალელაშვილი, ბიძინა გეგიძე და ზაზა ხუციშვილი.

უმრავლესობის ყოფილი წევრები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. პარალამენტში ყოფილი მინისტრის მოსასმენად მივიდნენ დავით უსუფაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...