გიორგი ქადაგიძე: მე პირადად ვემხრობი დეკრიმინალიზაციას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე

ეროვნული ბანკის ყოფიი რეზიდენტი, გიორგი ქდაგიძე თავის სოციალურ ქსელში მოსაზრებებს გამოთქვამს ჯარში სავალდებულო გაწვევასა და მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

"მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართებაში კი უსაგნო მგონია "სარგებლიანობა/ზიანზე" გაცხარებული მსჯელობა. ფაქტია რომ განვითარებული მსოფლიო წავიდა დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციის გზით. ამ მატარებელში ან ბოლოში ვიქნებით ან შუაში (თავში ვეღარ). თუ შუაში ვიქნებით და ჭკვიანურად გავაკეთებთ შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი ფინანსური სარგებლის ნახვა და ამ თანხების სკოლებზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაზე მიმართვა.

მე პირადად ვემხრობი დეკრიმინალიზაციას ქვეყბის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო ლეგალიზაციას კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. ან სულაც ყველა რეგიონმა თვითონ გადაწყვიტოს არჩევნებზე პლებისციტის გზით.

მოკლედ ამერიკის, შვეიცარიის და ისრაელის ნაზავი მინდა რა".- წერს გიორგი ქადაგიძე facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად