გიორგი ქადაგიძე: “მე ეს თანამდებობა 10 თვე მეკავება, უკეთეს შემთხვევაში”

"მე ვარ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, არ ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და მე ეს თანამდებობა 10 თვე მეკავება უკეთეს შემთხვევაში", – ამის შესახებ განცხადება გიორგი ქადაგიძემ საკომიტეტო მოსმენაზე გააკეთა. როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის კონსტიტუციური მანდატი არის ფინანსური სტაბილურობა და ფასების სტაბილურობა და მისივე თქმით, ბანკი ამ მანდატს პირნათლად ასრულებს. 

"ნამდვილად აქვს აზრს არსებობის უფლება – პიკურ დროს უნდა მოხდეს თუ არა ინტერვენცია. ბევრი თეორია არსებობს და უმეტესობა მათგანი ამბობს რომ ჩარევა ამ დროს არის კონტრპროდუქტიული. ადრე ჩარევას ნამდვილად არ აქვს ეფექტური შედეგი და ამის ნათელი დასტური არის აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენა.

ეროვნული ბანკის კონსტიტუციური მანდატი, არის ფინანსური სტაბილურობისა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ჩვენ ამ მანდატს პირნათლად ვასრულებთ. ჩვენი პოლიტიკა იყო ადეკვატური და ეს დაადასტურა სავალუტო ფონდის მისიამაც.

ჩვენ ამერიკის მთავრობის ტექნიკური დახმარებით 2010 წელს 5 მილიონიანი გრანტი ავიღეთ და დავნერგეთ ბლუმბერგის პლატფორმა, სადაც არის ჩართული ყველა ბანკი და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე სისტემა", – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...