გიორგი ქადაგიძე: ლარის კურსის ზრდა დაკავშირებულია უარყოფით მოლოდინებთან

ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საგანგებო ბრიფინგს აწყობს:

“მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე.

2015 წლისგან განსხვავებით, დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსი 2,4-იან კორიდორში უკვე იმ დოზით არის შემცირებული და იმ რაოდენობით, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოური ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი გახლავთ ფულის მასა. მოგეხსენებათ, ფულის მასა ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ, შესაბამისად, ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს და შესაბამისად, მონეტარული აგრეგატები ლარის კურსთან მიმართებაში არ ახდენს გავლენას.

სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს, ამიტომ, ჩვენ გვავქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს. აქვე აუცილებელია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდა ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე,  არ გამოვრიცხავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას”, – აცხადებს გორგი ქადაგიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...