გიორგი ქადაგიძე: ჩვენ საჯაროდ არასდროს ვაფასებთ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას

ეროვნული ბანკების კომუნიკაციის პრობლემა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია”, – აღნიშნულის შესახებ, გიორგი ქადაგიძემ, ბანკის საჯაროობის მიმართ გამოთქმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით ბანკს მუდმივად აქვს კომუნიკაცია, როგორც მთავრობასთან ასევე, საექსპერტო წრეებთან.

“ჩვენ მუდმივად ვაკეთებთ მიმოხილვას, პუბლიკაციებს, ყველა მონეტარული კომიტეტის სხდომის შემდეგ, ექსპერტებთან შეხვედრა იმართება, თუ რატომ იყო ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული.

ეროვნული ბანკების კომუნიკაციის პრობლემა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია. გერმანიაშიც კი იგივე პრობლემა აქვთ, რადგან ეროვნული ბანკის როლი განსხვავებული და სპეციფიურია.

ჩვენ საჯაროდ არასდროს ვაფასებთ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია, მაგრამ საჯარო განცხადებებს არ ვაკეთებთ. განცხადებებს, ეკონომიკური ზრდის გადახედვაზე ვაკეთებთ და სამწუხაროდ, თუ ის პოზიტიურად არ იცვლება, არავის სიამოვნებს.

ბლუმბერგზე ვაჭრობა ღიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს. ტერმინალი 1800 დოლარი ღირს და მასზე გახსნილი სისტემა არ არსებობს. ამაზე მოწინავე სისტემა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ არსებობს”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ პარლამენტს, 240 გვერდიანი წლიური ანგარიში წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად