გიორგი ფხაკაძე: ვხედავთ, რომ სამწუხაროდ საქართველოში ჯანდაცვის სიტემა მომზადებული არ არის

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ტვ „პირველის” ეთერში კორონავირუსის გავრცელების მზარდი მაჩვენებლის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ახალი ვართ პროცესის დასაწყისში. მეცნიერები ვფიქრობდით, რომ ეს პროცესი მსოფლიოში დაიწყებოდა დაახლოებით ოქტომბერ-ნოემბერში თუმცა დაიწყო ნაადრევად.
რაც შეეხება იმას, რაც საქართველოში ხდება პირველ რიგში ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სიტემა მზად არ არის. თვალს ვადევნებ რა ხდება საავადმყოფოებში და პრაქტიკულად ჩვენ არ ვართ მომზადებულები. ვხედავთ რომ საწოლ-ფონდი მზადყოფნაში არ არის, სავადმყოფოები მობილიზებულები არ არიან და შესაბამისად, მივალთ იქამდე, რომ ქვეყანა ისევ ჩაიკეტება.
რაც შეეხება მოსახლეობას პირბადე, დისტანცია და ხელების დაბანა არსად არ წასულა ეს არის ერთადერთი გზა და მე რასაც ვუყურებ, ყოველი დღე თბილისში და მთელ საქართველოში ღონისძიებები ტარდება და ხალხი მაინც არის ერთ შენობაში”, – განაცხადა ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად