გიორგი ფხაკაძე: რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს – ხალხი კვდება (ვიდეო)

საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონა ვირუსის გენერალიზებული ეპიდემიაა, რომლის კონტროლიც ვერ ხერხდება.

გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში კერძო საავადმყოფოები უარს აცხადებენ კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებაზე. მისივე თქმით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ყველა რეანიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია.

„საქართველოში ჩვენ გვაქვს გენერალიზებული ეპიდემია, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ.

ყველა საქართველოს მოქალაქე არის კერძო საავადმყოფოს მძევალი. რომ იძახიან, საავადმყოფოებში საწოლი არ არის, როგორ არ არის? საქართველოში უფორ ბევრი საწოლია, ვიდრე საჭიროა. მაგრამ, კერძო სავადმყოფოებმა დაკეტეს თავის კარები და თქვეს, ჩვენ არ შევუშვებთ კოვიდიან პაციენტებს. რომ იძახიან არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები. კარგით რა…
დღეს გიორგობაა და მინდა მოგილოცოთ, მაგრამ რა უნდა მოგილოცოთ, ის რომ კერძო სავადმყოფოები აჯანყდნენ? რომ ფული უნდა გააკეთონ? საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?
საქართველოში სახელმწიფო სავადმყოფოები თითქმის არ არსებობს. ყველა კერძოა. ამიტომ ვამბობდი, ყველა რენიმაციული საწოლის ნაციონალიზაცია მოხდეს. მორჩა ლაპარაკი. ხალხი კვდება. იგივე მთავრობის ექსპერტებიც კი. არ დავასახელებ სახელს, ამბობენ რომ 3000-მდე შეიძლება იყოს. არადა ჩემზე უკეთესად იცის, რომ 10000-მდე ინფიცირკედება დღეში და გენერიზებული ეპიდემიაა ქვეყანაში. დამთავრდა არჩევნები, დამთავრდა პოლიტიკა, მიხედეთ ჯანმრთელობას.
ჩვენ ახლა ვდგავართ კატასტროფის წინაშე, კი არ გატყუებთ, ვართ კატასტროფაში, იმიტომ რომ ჩვენ ვარ მძევლები კერძო კომპანიების, რომლებმაც პრაქტიკულად ჩაკეტეს საავადმყოფოები, ჩაკეტეს ლაბორატორიები და ყიდიან ტესტებს და საწოლებს, ჩაკეტეს და ჩვენ ვართ ყველა მძევლები“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “ტვპირველთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად