გიორგი ფხაკაძე: ჩვენი სტატისტიკა ძალოვნების მუშაობის შედეგია და ჯანდაცვის სიმყარესთან კავშირი არ აქვს

ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველთან” ინტერვიუში საუბრობს:

“საქართველომ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც ჩაკეტა საზღვრები. ერთადერთი პატარა კომენტარი იყო ჩემი, რომ უფრო მალე რომ გაკეთებულიყო ეს, უკეთესი იქნებოდა. ჩემი თხოვნა იყო, რომ რაც შეიძლება მალე გამოაცხადეთ კარანტინი-მეთქი. ეს იყო ცოტა დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილბა. ალბათ ლოგისტიკურად რთული იყო ამის გაკეთება. მაგრამ, რაც ახლა ხდება საქართველოში ეკონომიკურად, ფინანსურად, ჯანდაცვის მხრივ თუ სხვა, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ამან ჩვენს ჯანდაცვის სისტემას მისცა შესაძლებლობა, რომ კარგად მომზადებულიყო.

რა სტატისტიკაც გვაქვს ეს არის ჩვენი ძალოვნების მუშაობის შედეგად მიღებული და მას კავშირი არ აქვს ჯანდაცვის სისტემის სიმყარესთან. ბევრ კოლეგას არ მოეწონება რასაც ვიტყვი, მაგრამ რეალობა არის ასეთი. 3000-მდე ტესტი ჩატარდა ხომ? გვყავს 200-ზე ცოტა მეტი, რაც რეალურად არაფერი არ არის სტატისტიკურად. მეორე მომენტია ის, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის მზად, რომ ამას გლობალურად მივხედოთ. ჩემი მოსაზრებით მასობრივი ტესტირება საქართველოში ეფექტური არ იქნება. მას სჭირდება არა მხოლოდ ჩატარება, არამედ ეფექტიანად ჩატარება და მას სჭირდება ფული. ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული რესურსები და უნდა გადავანაწილოთ. პირველი ტესტირება უნდა გაუკეთდეს სამედიცინო მუშაკებს, შემდეგ არის პოლიცია და ბოლოს მოსახლეობა. აქ ფული არ არის პრობლემა, აქ პრობლემაა ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტი. მთავარი არის ადამიანური რესურსი და ჩვენ არ გვყავს მედპერსონალი. ამ დროს მოდის ექთნები და სანიტრები, რისი დეფიციტიც გვაქვს. ექთნების საშუალო ასაკი 60 წელია, ზოგიერთ რაიონებში კი 66 წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ რისკის ქვეშ არიან”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად