გიორგი ფანცულაია: არ მიკვირს, რომ გვენეტაძისთვის “ციანიდის საქმე” ბოლო წვეთი აღმოჩნდა

არ მიკვირს, რომ გვენეტაძისთვის "ციანიდის საქმე" ბოლო წვეთიაღმოჩნდა, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"მე ვიცნობ ნინო გვენეტაძეს და პიროვნების ცოდნიდან გამომდინარე არ მიკვირს, რომ "ციანიდის საქმე" აღმოჩნდა ბოლო წვეთი იმისთვის, რომ მას ეფიქრა, მისი ამ ფორმით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა უკვე შეუძლებელი იყო. ის არის სამართლის მეცნიერი და მან კარგად იცის რა დოზის უკანონობაა ამ შინაარსის მოცემულობა. არათუ შეცვალო განაჩენი, არამედ წარმოებაში არ მიიღო და იმის ღირსადაც არ ჩათვალო, რომ დაცვის მხარეს სასამართლოში მოუსმინო. კონკრეტული ფაქტი არ მიჭირავს ფაქტი, მაგრამ ამ ყველაფრის ანალიზიდან გამომდინარე ვამბობ, რომ დიდწილად კავშირშია "ციანიდის საქმეზე" უზენაესის გადაწყვეტილება და გვენეტაძის გადადგომა", – ამბობს გიორგი ფანცულაია. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად