გიორგი პერტაია – საერთაშორისო რეიტინგებში წინსვლა, ინვესტიციების მოსაზიდად ერთ-ერთი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტორია

„გვაქვს კარგი შედეგი საერთაშორისო რეიტინგებთან დაკავშირებით და ასეთი ტიპის რეიტინგებში წინსვლა კარგია, რადგან რეიტიგები წარმოშობს გარკვეულ ინტერესს და ეს არის ის ინტერესი, რაც გვჭირდება ინვესტიციების მოზიდვისთვის. ამას ემატება სხვა საერთაშორისო რეიტინგებიც. რა თქმა უნდა, მხოლოდ რეიტინგების გამო საქართველოში ფულს არავინ ჩადებს, მაგრამ ეს რეიტინგები იწვევეს გარკვეულ ინტერეს ინვესტორების მხრიდან. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და ასეთი ტიპის შედეგები ძალიან გვჭირდება, იმისათვის რომ ყურადღება მივიქციოთ და შემდგომ ვემუშავოთ ინვესტიციების განხორცილებაზე,“ – განაცხადა საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ Trace International – ის კორუფციის რისკისგან თავისუფლების ინდექსის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც საქართველო მსოფლიოში 28-ე, ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულშია და 19-ე ადგილზეა, ხოლო “მთავრობასთან ურთიერთობაში კორუფციისაგან თავისუფლების” კომპონენტში მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

„ვფიქრობ, რომ დროული გზავნილია, მით უფრო დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ინვესტორები პანდემიის გამო გარკვეულ ცვლილებებს ახდენენ, გარკვეულ გადაადგილებებსა და საიმედო მიწოდების არხებზე ფიქრობენ, ვინაიდან პანდემიამ პირველი ტალღის დროს მოშალა ძალიან ბევრი ე.წ სანდო მიწოდების არხები. კორუფცია ყველგან არსებობს, აქ კი საუბარია ქვეყნებს შორის შედარებებზე და Trace International-ის კვლევა ცხადყოფს, რომ კორუფციის რისკისგან თავისუფლების მხრივ საქართველოს აქვს კარგი პოზიციები მსოფლიოში. გასაგებია, რომ პოლიტიკურად ცხელი გარემოა და საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ოპონენტები, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საინვესტიციო გარემოს კუთხით ვართ რეგიონში პირველები და ეს შედეგები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ’’- განაცხადა, სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად