გიორგი პაპუაშვილი: ზეწოლის შესახებ ჩემი განცხადების შემდეგ მსგავსი ფაქტები შემცირებულია

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვით საკოსნტიტუციოს მოსამართლეებზე ხეწოლა ხორციელდებოდა, მსგავსი ფაქტები შემცირდა. 

"პრაქტიკულად რამდენიმე წუთია, აღარ ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე. რაც შეეხება ზეწოლებს, მე ვისაუბრე ამის შესახებ, მათ შორის, საჯაროდ. პროკურატურისთვისაც მიცემული მაქვს შესაბამისი ინფორმაცია. გამოძიება ჯერ დარულებული არ არის. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა პოლიტიკოსმა წინასწარ გააკეთა დასკვნები. თუ ეს ინფორმაცია წინასწარ აქვთ მათ ალბათ, ეს ცალკე დანაშაულია, რამდენადაც ჩვენ მთავარ პროკურორთან შეთანხმებული ვართ, რომ ეს დასკვნები როდესაც იქნება, ჩვენ ინფორმაციას გავცვლიდით.

მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნებია, რამდენად ობიექტური იქნება გამოძიება, იქიდან გამომდინარე, რომ წინა თვეებისა და წლების განმავლობაში არცერთი საქმე არ იყო განხილული, მაინც მივცემთ შესაძლებლობას, თუ კითხვის ნიშნები დარჩება, იცით, რომ ეს მასალები წლობით რჩება და დღეს თუ არა, ხვალ ეს საქმეები აუცილებლად იქნება გამოძიებული. 

ჯერჯერობით, გამოძიების შედეგები ცნობილი არ არის. მოლოდინი რა იქნება, გვაჩვენებს საბოლოოდ უახლოეს ხანში. როგორც სხვას არ შეუძლია ჩაერიოს საერთოდ სასამართლოს საქმიანობაში, მეც არ ვაიძულებ პროკურატურას, რომ დეტალურად ჩავერიო მის საქმიანობაში. მის დადებულ შედეგებს აუცილებლად შეაფასებს როგორც საზოგადოება, ასევე მეც მექნება ამის შეფასების უფლება. 

ჩემმა განცხადებამ დადებითი როლი იმიტომ ითამაშა, რომ მას შემდეგ ზეწოლის ფაქტები შემცირებულია, გარკვეული პრევენციის როლი ყველა შემთხვევაში ითამაშა",- განაცხადა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად