გიორგი ოთხმეზური: იმ მეთოდს, რასაც მეუფე პეტრე იყენებს, გადასარევად იყენებდნენ “კაკებეშნიკები”

ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ტელეკომპანია “იმედთან” განაცხადა

მისი თქმით, ეს მეთოდი დიდი ხანია არსებობს და სწორედ ილიას წინააღმდეგ უნდოდათ ამ მეთოდის გამოყენება.

“როცა პატრიარქის აღსაყდრების საკითხი დადგა, მაშინაც შეეცადა საბჭოთა კავშირის უშიშროება, რომ დაეყარა ეს ხმები. ნამდვილად არ იყო ჩვენი ხელისუფლება მოსურნე იმისი, რომ ილია მეორე გამხდარიყო ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, ყველა ღონეს ხმარობდნენ. ჩვენი ინტელიგენციის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მთელი ინტელიგენცია ერთსულოვნად მხარში დაუდგა. დიდი წვლილი მიუძღვის ზვიად გამსახურდიას, რომელმაც წერილი დაწერა ერთერთ უღირს მღვდელმთავარზე, რომელიც აპირებდა პატრიარქობას. ამან გამოიწვია ის რომ ხელისუფლებამ ვერ გაიტანა თავისი და ილია მეორე გახდა პატრიარქი.
დიდი ხანია ეს მეთოდი არსებობს, დამუშავებულია და სწორედ ილიას წინააღმდეგ უნდოდათ ამის გამოყენება.

ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. დიდ სჯულის კანონზე საუბრობდა. დიდი სჯულის კანონი არის საფუძველი ჩვენი საეკლესიო კანონმდებლობისაც. დავით აღმაშენებელმა რუის-ურბნისის კრების მოწვევამდე, სპეციალურად არსენ იყალთოელს მიმართა და მან თარგმნა სწორედ და გამოყენებული არის კიდეც რუსის-ურბნისის კრების ძეგლისწერაში.
იქ პირდაპირ წერია , არც საეკლესიო კრებაზე უნდა დააყენო ესეთი საკითხი, არც სინოდის სხდომაზე, 12 ეპისკოპოსი უნდა შეკრიბო. 47 ეპარქიაა საქართველოში, პეტრემ 12 ეპისკოპოსი ვერ ნახა, ვისთანაც მივიდოდა და იტყოდა ასეთი საშინელება ხდება. როდესაც დაინახა, რომ არ გაუვიდა ის რაც უნდოდა, აი ამის მერე დაიყო ყვირილი და გამოვარდა. სხდომა დამთავრებული არ იყო, ის გამოაგდეს სხდომიდან, ძალით და ხელით იმიტომ, რომ იმდენი გაბედა , რომ პატრიარქზე გაიწია და ლამის პატრიარქს ხელით შეეხო“,- განაცხადა ოთხმეზურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად