გიორგი ონიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ონიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

როგორც “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს: “გიორგი ონიანის მიერ, დანაშაულის სრულად აღიარების შემდეგ, 2018 წლის 17 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, მას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვერა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობითად, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მასვე, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად