გიორგი ონიანი: დიახ, გიორგი გაბედავას მე გავარტყი ხელი!

„ნაციონალური მოძრაობის“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ონიანი, „აიპრესთან“ აცხადებს, რომ თუ შსს-ში მუშაობის პერიოდში მის მიერ ჩადენილი ძალადობის ერთ ფაქტს ან ვიდეო-ფოტო კადრს წარუდგენენ, მზად არის კანონის წინაშე პასუხი აგოს. თუმცა, გიორგი გაბედავას ცემის ფაქტს აღიარებს და ამბობს, რომ ამ პერიოდში არ იყო საჯარო მოხელე და მუშაობდა ადვოკატად.

"ამ ადიამანმა ჩემს ოჯახს, ცოლს და ჩემს ორ შვილს მიაყენა სიტყვიერ შეურაცხყოფა. დიახ, მე მას გავარტყი ხელი. ვასრულებდი ჩემს უფლება-მოვალეობას, ვიყავი ადვოკატი და ჩამოვდიოდი კიბეებიდან, თუმცა ამ დროს შსს-ში არ ვმუშაობდი. როდესაც საჯარო მოხელე ვიყავი, თმენის ვალდებულება მქონდა და ამას ვიცავდი.

ეს უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ან არ უნდა ყოფილიყო. მზად ვიყავი გადამეხადა ჯარიმა 100 ლარი. სრულად მქონდა გათვითცნობიერებული და დღესაც გათვითცნობიერებული მაქვს რომ, რაც არ უნდა არ მოგწონდეს სხვისი შეხედულებები, ოჯახის შეურაცხყოფის უფლება არავის აქვს. გარდა ამისა, ეს ადამიანი, რომელიც იმ წუთას ჩემკენ იქაჩებოდა, მე მქონდა ჩემი კუთვნილი ტარების უფლებით ცეცხლსასროლი იარაღი და მისი მოშვება ჩემთვის იყო ბევრად უფრო დიდი საფრთხე, ვიდრე ის რომ ეს ადამიანი შორსვე გამენეიტრალებინა. ეს იყო შემთხვევა, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ შემთხვევებისგან, რომელზეც ზევით ვისაუბრე", – ამბობს "აიპრესთან" ონიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...