გიორგი ნიჟარაძე: ჩემპიონატის მასპინძლობა ის აღიარებაა, რასაც ქართულმა რაგბმა მიაღწია

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა უდიდესი პატივია, არა მხოლოდ ქართული რაგბის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. 

„ეს ტურნირი საუკეთესო გზაა ჩვენს ქვეყანაში რაგბის პოპულარიზაციის ხელშესაწყობად, რისთვისაც ძალიან კმაყოფილები ვართ. ეს იმ დონის აღიარებას ნიშნავს, რასაც ქართულმა რაგბმა უკვე მიაღწია და საქართველოში რაგბის განვითარებისთვის ჩატარებულ არა ერთ ღონისძიებას უსვამს ხაზს. 

გარდა ამისა, 2017 წლის ჩემპიონატი კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ცნობადობას, მისცემს ძალიან ბევრ ადამიანს იმის საშუალებას, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, გაიცნონ ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურა, უნიკალური სამზარეულო, ღვინო, რომელსაც ჩვენ აგერ უკვე 8 000 წელია უძველესი მეთოდოლოგიით ვაყენებთ, და ისიამოვნონ განთქმული ქართული სტუმართმოყვარეობით",-განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ. 

მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 20 წლამდელ მორაგბეთა 2017 წლის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება. მსოფლიო რაგბის მომავალ ვარსკვლავებს საქართველო 2 წელიწადში თბილისსა და ქუთაისში უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად