გიორგი მშვენირაძე: საპატრიარქოს პირველი განცხადება იყო – დაჟეჟეთ, მეორე – დაჟეჟილებზე ვილოცებთ

ბოლო ორი დღეა საქართველოს დედაქალაქში მოძალადე ჯგუფები მედიის წარმომადგენელებს თავს ესხმიან, ფიზიკურად უსწორდებიან და ძალადობენ.
5 ივლისს რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებოდნენ, დაშალეს კარვები, რომელიც 7 თვეზეა მეტია ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ იყო გაშლილი. ხოლო ჟურნალისტებსა და ოპერატორებს, რომლებიც ამას აშუქებდნენ ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, პოლიციას არ გამოჩენილა და მოძალადე ჯგუფები არ შეუჩერებია.
გუშინ, 6 ივლისს პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა გააპროტესტეს.

უფლებების დამცველი გიორგი მშვენიერაძე „აიპრესთან“ აცხადებს, რომ ის რაც 5 ივლისს მოხდა პარლამენტთან, სახელწიფოსგან იყო წახალისებული.

„გუშინ ვნახეთ ძალიან თვალსაჩინოდ, რომ ხელისუფლება არანაირ საფრთხედ არ განიხილავს მოძალადე ჯგუფებს, რომლთა თარეში იყო გამართული რუსთაველის გამზირზე, იმიტომ რომ ისინი არიან პოლიტიკური მოკავშირეები. ხოლო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სწორედ სამიზნე იყვნენ ამ ჯგუფებისთვის, რომლებიც იბრძვიან ქვეყანაში თანასწორობისთვის, დემოკრატიისთვის, მათ განიხილავს საფრთხედ და მათ მიუსევს ხოლმე.  რაც 5 ივლისს ვნახეთ პარლამენტთან, ეს იყო ხელისუფლებისგან წახალისებული და ნება დართული ძალადობა, რომელსაც ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლებისგან წახალისებით ახორციელებენ.

_ პრემიერმა განაცხადა, რომ ორგანიზატორებს პრაიდის ჩასატარებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზა. ხომ არ იცით რა ადგილზეა საუბარი?

სად შესთავაზა თუ იცით თქვენ?! მე როგორც ვიცი ეს ზეპირად გაჟღერდა. რაც მე ინფორმაცია მაქვს შეთავაზეს არა საჯარო სივრცე, არამედ დახურულ სივრცეში მარში ჩატარება. ეს იგივეა, აუზში შემოგთავაზონ ფეხბურთის თამაში. რაც არ გამოვა და არ შედგება.

ამიტომ, სინამდვილეში ამ ქვეყანაში არსებობს მარტივი შეთავაზება და მას  კონსტიტუცია ქვია. ხელისუფლება იმიტომ გვყავს, რომ კონსტიტუცია დაიცვას და არა იმიტომ, რომ ადამიანები  რომლებსაც დევნიან და ავიწროებენ თავად განარიდოს სიტუაციას, დამალოს და მოარიდოს მოძალადეებს.

ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულებაა დასაჯოს და აღკვეთის ძალადობა  და არა უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქეები დამალოს, რათა მათზე არ იძალადონ.
თუ კი ამას ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, როგორც ვნახეთ არა აცნობიერებს, იმიტომ რომ არ უნდა ეს ასე გააკეთოს, ეს არის ფუნდამენტური კონსტიტუციონალიზმის პრობლემა.

ამ ქვეყანაში იდეას დემოკრატიულის, რესპუბლიკური მმართველობის, კონსტიტიციონალიზმის უარყოფს ხელისუფლება.

ალბათ გაეცნობოდი საპატრიარქოს განცხადებებს, როგორ შეაფასებდით?

საპატრიარქოს ორივე განცხადება იყო ასეთი: პირველი განცხადება იყო – დაჟეჟეთ, მეორე განცხადება იყო – დაჟეჟილებზე ვილოცებთ. ეს იყო საპატრიარქოს პოზიცია, მოკლეს შეჯამებული. ამ ტიპის განცხადებებს საერთო არც ქრისტიანობასთან გააჩნიათ და არც ფუნდამენტურ ღირებულებებთან, რომლისკენაც კონსტიტუციის მიხედვით უნდა მიისწრაფოდეს ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძე “აიპრესთან”.

ცნობისთვის,  თბილისი პრაიდის“ მიმართ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები თბილისის ცენტრში „ღირსების მარშის“ გამართვის საწინააღმდეგოდ 5 ივლისს დილიდან შეიკრიბნენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მთავრობის სხდომის დაწყების წინ თქვა, რომ პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. მოგვიანებით “ღირსების მარში” ორგანიზატორებმა გააუქმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში დაკავებულია 11 პირი. სულ იძალადეს 55 ადამიანზე, რომელთაგან 53 მედიის წარმომადგენელია.

სტატიის ავტორი ირმა მესხია
კომენტარები
იტვირთება...