გიორგი მშვენიერაძე: პრობლემა დანაშაულის სტატისტიკაში კი არა, სისხლის სამართლის პოლიტიკაშია

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც გიორგი მშვენიერაძე Facebook-ში წერს, პრობლემა დანაშაულის სტატისტიკაში კი არა, სისხლის სამართლის პოლიტიკაშია.

“დანაშუალის სტატისტიკაზე მინდა კიდევ ერთხელ ორიოდ სიტყვა ვთქვა.
პრობლემა სტატისტიკაში კი არა, სისხლის სამართლის პოლიტიკაშია. სტატისტიკა გვიჩვენებს არსებულ სურათს და ის ერთგვარი სარკეა. ხოდა, თუ სტატისტიკის კრიტიკას გავაგრძელებთ, გვახსოვდეს, რომ ბატონი გომელაურიც ღარიბაშვილის ყალიბის პოლიტიკოსია და სტატისტიკას ღარიბაშვილივით ისევ “დაწევს” 70000-დან 35000 რეგისტრირებულ დანაშაულზე და გახსნის მაჩვენებელს 60-ზე აიყვანს 30%-დან.

ცნობისთვის, შევარდნაძის ბოლო წლებში, რეგისტრირებული დანაშაული 20 000-ის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო გახსნის მაჩვენებელი 80%-ს აჭარბებდა, ხოლო 2007. წელს რეგისტრირებული დანაშაული დაახლოებით 60 000-მდე იყო, ხოლო გახსნის მაჩვენებელი 30%-ის მიდამოებში”, – წერს გიორგი მშვენიერაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად