გიორგი მშვენიერაძე გიორგი გახარიას: ინგასთვის ირმას ძახილი არ უშველის საქმეს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ცენტრის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს…

ახლა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ერთ მხარეს იდგნენ აგრესიული (პრორუსი ვასაძე, პრიმაკოვის ფონდის დირექტორი ლორთქიფანძე და სხვები), მეორე მხარეს მშვიდობიანი ადამიანები (ბოკერიები და ხოშტარიები დაგვარქვა) და მათ შორის ჩემთვის არანაირი განსხვავება არააო.

მშვიდობიან ადამიანებს გვადანაშაულებს, მოძალადეებს აღიზიანებთო, მოძალადეებს, რომლებიც თავად მოგვადგნენ და შეეცადნენ იმ სივრცის დაკავება, სადაც აქციას ვატარებდით.

მაგას ვწუხვართ ჩვენც ბატონო მინისტრო. უფრო მეტიც, იმ “აგრესიულებს” თქვენ აკონტროლებთ და თქვენ გამოიყვანეთ რუსთაველის გამზირზე, როგორც ერთი წლის წინ, მაისში.

უბრალოდ ვერ გათვალეთ, რომ უკვე ჭკუანასწავლები, ღამე იქ დავრჩებოდით და ავიტანდით თქვენი მოგზავნილი ორკების გინებას და ბოთლების სროლას, არ დავიშლებოდით და დილით დაღლილობასთან ერთად მზესთან გამკლავებაც მოუწევდათ მათაც და პოლიციასაც.

აი აქ უკვე შეწუხდით და როგორც გამოიყვანეთ, ისე გაიყვანეთ უკან ეს ხალხი.

დანარჩენ საკითხებზე ცალკე დავწერ, თუმცა დღეს გაცილებით მეტი ადამიანი დარწმუნდა რატომ უნდა წახვიდეთ სახლში.
ხო, ინგასთვის ირმას ძახილი არ უშველის საქმეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...