გიორგი მშვენიერაძე: ვადასტურებ, ასეთი საუბარი ნამდვილად მქონდა და თუ ეს სუს-ს ჰქონდა, ეს ნიშნავს, რომ სატელეფონო მიყურადება ხდება

ვადასტურებ, ასეთი საუბარი ნამდვილად მქონდა და თუ ეს სუს-ს ჰქონდა, ეს ნიშნავს, რომ სატელეფონო მიყურადება ხდება, – ამის შესახებ უფლებამდამცველმა გიორგი მშვენიერაძემ “ტვ პირველს” განუცხადა.

“ვადასტურებ, ასეთი საუბარი ნამდვილად შედგა. ემთხევა იმ თარიღს, რომელიც იყო საუბრის თარიღად მითითებული. საუბარი შედგა გიორგი ონიანსა და ჩემ შორის და საკითხი შეეხებოდა ჩვენი კოლეგის თამთა მიქელაძის გამოძიებაში დაბარდებას მის უფლებადამცველობით საქმიანობასთან დაკავშირებით, რასაც ბუნებრივია უყურადღებოდ ვერ დავტოვებდით. ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, ასეთი საუბარი იყო და თუ ასეთი საუბარი ხელთ ჰქონდა სუს-ს, ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით სწორედ სატელეფონო მიყურადებას ჰქონდა ადგილი”, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ “მთავარმა არხმა” სატელეფონო ჩანაწერების სტენოგრამები გაავრცელა, მათ შორის ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგი მშვენიერაძეც ფიგურირებს. “მთავარი არხის” მტკიცებით, მათ აღნიშნული მასალები სუს-დან კონფიდენციალურად მიაწოდეს.

კომენტარები
იტვირთება...