გიორგი მიქაუტაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა

 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დაასახელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას და ვინ შეიძლება დასახელდეს, პასუხობს და ამბობს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არ ყოფილა.

„ჯერ ამ ეტაპზე არ შემიძლია დავასახელო, რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთეთ, ასე ვთქვათ პირველი წარდგენა და უზენაესი სასამართლოს წევრებად წარდგენილია 10 კანდიდატი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენაზე თუ კანდიდატურის დასახელებაზე ჯერ მსჯელობა ნამდვილად არ ყოფილა”,  -განაცხადა მიქუტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად