გიორგი მღებრიშვილი: “უშეღავათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული კრიმინალის წინააღმდეგ”

 დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

შს მინისტრმა მუშაობის პირველივე დღეს აღნიშნა, რომ პოლიციის  თანამშრომლები, რომლებიც დანაშულს ჩაიდენენ უმკაცრესად იქნებიან დასჯილი. 

„პირველ რიგში მე ალბათ დეტალურ ანალიზს გავაკეთებ სისტემაში არსებული ვითარებისა და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება გითხრათ პრიორიტეტების შესახებ, მაგრამ ერთი მთავარი პრიორიტეტი რაც არის, ეს არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მაცხოვრებლების უსაფრთხო გარემო.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, შესაძლოა მოხდეს გარკვეული გადაადგილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე დაემშვიდობება თავის თანამდებობას და ა.შ. შეიძლება მოხდეს გადაადგილებები, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ ვერ გეტყვით. ისევ და ისევ გეტყვით, რომ დეტალური ანალიზის საფუძველზე იქნება ეს გადაწყვეტილებები მიღებული.
თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო ჩადენილ დანაშაულებებზე უმკაცრესი რეაგირება იქნება, ასევე როგორც უშეღავათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული კრიმინალის წინააღმდეგ“, – განაცხადა  მღებრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...