გიორგი მღებრიშვილი: საქართველოში მაღალტექნოლოგიური ვიდეო მეთვალყურეობის ცენტრი გაიხსნება

საქართველოში მაღალტექნოლოგიური ვიდეო მეთვალყურეობის ცენტრი გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა. მისი თქმით, ცენტრში იგეგმება სტუდენტებისა და მოსწავლეების სტუმრობა, რათა მათ იცოდნენ თანამედროვე სახელმწიფო როგორ ებრძვის კრიმინალს.

"მძიმე დანაშაულებების გახსნის მაჩვენებელი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია, მაგრამ გახნსა ერთია და მეორეა, რას ვაკეთებთ პრევენციულად… 

უახლოეს მომავალში, ამ თვის ბოლომდე ჩვენ გავხსნით მაღალტექნოლოგიურ ვიდეო მეთვალყურეობის ცენტრს. ამ პროექტზე დიდი ხანი, დაახლოებით 6 თვეა ვმუშაობთ. ეს არის ახალი სიტყვა, რევოლუციური პროექტი, რაც გულისხმობს ქვეყანაში ვიდეო მეთვალყურეობის მონიტორინგის სისტემის განვითარებას. ვიდეოკამერები აღჭურვილია ანალიტირკუი პროგრამებით, რაც მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებს პოლიციელს თავის საქმიანობას, ასევე ეფექტურია კრიმინალთან ბრძოლის საქმეში.

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ეს ტექნოლოგიებია დანერგილი დანაშაული მცირდება, მათ შორის ლონდონში 4 წლის განმავლობაში დანაშაული 416 000-დან 121 000-მდე შემცირდა, ნიუ იორკში – 15%-ით, ჩიკაგოში – 26%-ით.

30 სექტემბერს სრულდება პროექტის პირველი ეტაპი. ტექნოლოგიური ცენტრის გახსნაზე გეგმაში მაქვს ჟურნალისტების მოპატიჟება და ამის გარდა მომავალში ცენტრში მოვიწვევთ სტუდენტებს, მოსაწავლეებს, პოლიტიკოსებს და ნებისმიერ ადამიანს ვინც დაინტერესებულია, რათა თავად იხილონ რა მეთოდებით ებრძვის თანამედროვე სახელმწიფო კრიმინალს", – განაცხადა მრებრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...