გიორგი მღებრიშვილი: გამკაცრდა კონტროლი საზღვრის გამშვებ და მწვანე ზოლზე

"საბჭოს სხდომაზე განვიხილეთ არსებული მდგომარეობა. შევთანხმდით დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებაზე, ანუ კონტროლის გაძლიერებაზე“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, კონტროლი გამკაცრდება სასაზღვრო რეჟიმის, როგორც გამშვებ პუნქტებზე, ასევე მწვანე ზოლზე. 

"ასევე გაძლიერდება საპოლიციო კონტროლი და ჩვენ მუდმივად კომუნიკაციაში ვიქნებით ჩვენს პარტნიორ მეგობარ ქვეყნებთან, სამართალდამცავ უწყებებთან“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...