გიორგი მგელაძე: 5-6 ივლისის დღეები იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც ხელისუფლებას მედიის მიმართ აქვს

5-6 ივლისის დღეები იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც ხელისუფლებას მედიის მიმართ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მედიის წარმომადგენლების გამართულ აქციაზე განაცხადა.

“5-6 ივლისის დღეები იყო ლოგიკური გაგრძელება იმ პოლიტიკის, რაც სამწუხაროდ აქვს ხელისუფლებას მედიის მისამართით. მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ვერ ითავისებს იმ ვალდებულებას, რაც მას გააჩნია კანონის წინაშე. ჩვენთვის – ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა არის ხელისუფლების – შსს-ს პირდაპირი მოვალეობა”, – განაცხადა გიორგი მგელაძემ “ტვ პირველთან”.

შეგახსენებთ, მედიის წარმომადგენლებმა კოლეგებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები გააპროტესტეს.

კომენტარები
იტვირთება...