გიორგი მელიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

ყაზახეთის დედაქლაქ ნურ-სულთანში დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ასპარეზობაში ოლიმპიური წონით კატეგორიების მოჭიდავეები ჩაერთვნენ.

67კგ წონით კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძე საკვალიფიკაციო წრიდან ჩება შეჯიბრებაში, სადაც მან მეტოქე, ყირგიზი ამანტურ ისმაილოვი 2:0 დაამარცხა. შემდეგ შეხვედრაში, მეთექვსმეტედფინალში, შმაგი ბოლქვაძე ეგვიპტელ ელსაიედთან დამარცხდა – 1:9. ელსაიედი ნახევარფინალშია და იქ კუბელ მოჭიდავესთან გამარჯვების შემთხვევაში ბოლქვაძე რეპეშაჟიდან გააგრძელებს მინიმუმ ექვს საუკეთესოში მოსახვედრად ბრძოლას.

87 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე გურამ ხეცურიანი ბრძოლაში მეთექვსმეტედფინალიდან ჩაება. მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი იყო. ორთაბრძოლა აზერბაიჯანელმა სპორტსმენმა მოიგო – 4:0., შემდეგ იგი დამარცხდა ირანელ მოჭიდავესთან და გურამ ხეცურიან რეპეშაჟიდან ბრძოლის გაგრზელების და საუკეთესო ექსცეულში მოხვედრის შანსი წაერთვა. 87 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება მომავლისთვის გადაიდო.

97 კგ წონით კატეგორიაში მეთექვსმეტედფინალში გიორგი მელიამ ჰონურასელი კევინ მეხია კასტილო 1 წუთსა და 8 წამში დასცა ბეჭებზე 4:0. მერვედფინალური შეხვედრა გიორგი მელიას მასპინძელთან, იერულან ისკაკოვთან ჰქონდა და ამჯერად მას 54 წამი დასჭირდა მეტოქის ბეჭებით ხალიჩაზე გასაკვრელად – 4:0. მეოთხედფინალში გიორგი მელია მეტოქე ფრანგი მელონინ ნუმონვი იყო. პირველ პერიოდში მსაჯებმა მელია ჩააყენეს ჩოქბჯენში და ფრანგი დაწინაურდა – 1:0. მეორე პერიოდის მეორე წუთის დასაწყისში უკვე ფრანგი ჯერი დადგა და მელიამ ორჯერ დაატრიალა იგი – 5:1. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და მელია ნახევარფინალში გავიდა.

ამრიგად, გიორგი მელიამ პირველმა მოჭიდავეებიდან, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

ხვალ ბრძოლაში დარჩენილი სამი წონის – 60-77-130 კგ მოჭიდავეები ჩაებმებიან. სამივე ეს წონა, მსგავსად 67-87-97კგ წონებისა, ოლიმპიური წონაა

დღეეს საღამოს 55-63-72-82 კ წონითი კატეგორიების მოჭიდავე გაარკვევენ მედლების მფლობელთა ვინაობას,

55კგ წონაში ნუგზარ წურწუმია ოქროს მედლისთვის ყაზახ ხორლან ჟაკანშას შეხვდება,ხოლო 82 კგ წონაში ლაშა გობაძე იჭიდავებს ოქრორს მედლისთვის. მისი მეტოქე აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად