გიორგი მელია ოქროს მედლისთვის იჭიდავებს

ბუდაპეშტში მიმდინარე 23 წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 6–67-72-87-97 კგ წონითი კატეგორიის იმ მოჭიდავეთა ვინაობა გაირკვა, რომლებიც ხვალ მედლებისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.

97 კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელიამ დაამარცხა ინდოელი რავი რავი (8:0), ყირგიზი უზურ ძჟურჟურბეკოვი (7:3) და უკრაინელი დმიტრი კამინსკი (5:1) და ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ფინელ არვი მარტი სავოლაინენთან.

82 კგ წონით კატეგორიაში აივენგო რიკაძემ ნახევაფინალური შეხვედრა დათმო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის ყაზახ ევგენი პოლოვადოვთან იჭიდავებს.

ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს 72 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე რამაზ ზოიძე.

60 კგ წონაში დავით ჩხარტიშვილმა პირველივე შეხვედრა წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა. მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა აგრეთვე 67 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავე გიორგი კურტანიძე, რომელმაც საკვალიფიკაციო წრეში გამარჯვების შემდეგ მერვედფინალის ბარიერი ვერ გადალახა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად