გიორგი მელია ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში დასასრულს უახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

დღეს, 97 კგ კატეგორიის მოჭიდავე გიორგი მელიამ, რომელმაც ქართველი მოჭიდავეებიდან პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა შეძლო ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება, ბრინჯაოს მედლისთვის გამართა შეხვედრა თურქ ჩენკ ილდემთან და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა..

ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების ანგარიშზე კვლავ გუშინ მოპოვებული ორი ოქროს მედალი (55კგ ნუგზარ წურწუმია და 82კგ ლაშა გობაძე) რჩება. კიდევ ერთი მედლის მოპოვების შანსი აქვს იაკობ ქაჯაიას. მან ამისთვის ორი შეხვედრა უნდა მოიგოს. მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგების შემთხვევაში იაკობ ქაჯაია ექვსეულში მოხვდება და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მოიპოვებს

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ექვს, 60-67-77-87-97-130 კგ წონით კატეგორიებში გაითამაშებენ ოლიმპირ მედლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად