გიორგი მარგველაშვილისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს პირისპირ შეხვედრა დასრულდა

გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგასთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან პირისპირ შეხვდერა, რომელიც პროტოკოლით 45 წუთში უნდა დასრულებულიყო საათნახევარი გაგრძელდა შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. საუბრის მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები იყო. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ საგანგაშო ვითარებასა და არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს.

საქართელოს პრეზიდენტმა ბელარუს კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო უკრაიანში შექმნილ მდგომარეობას.

შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტის მნიშვენლობა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას გააღრმავებს . ამ წუთებში პრეზიდენტებისა და დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა იწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად