გიორგი მარგველაშვილი:რუსეთთან ენის მოჩლექა არაა საჭირო!

 "რუსეთთან ენის მოჩლექა არაა საჭირო, როცა საქმე საქართველოს სუვერენიტეტს ეხება" – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რიონის" ეთერში.

"მე დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, ჩემს ტერიტორიაზე ვახორციელებ ჩემი შეიარაღებული ძალებისა და მოკავშირეების წვრთნებს. ვინმეს წინააღმდეგაა ეს მიმართული? არა!  აქ არის მარტივი ლოგიკა, მთელი ეს ამბები გაცოცხლდა იმიტომ, რომ ცოტა ხანში არის არჩევნები"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით. 

მარგველაშვილის თქმით, სიფრთხილეა საჭირო რუსეთთან. თუმცა, მაშინ როცა საქმე ეხება, ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობის საკითხს, არ არის საჭირო ენის მოჩლექით საუბარი.

"შარშან ზუსტად იგივე წვრთნები ჩატარდა. რატომ ხმა არ ამოიღო არავინ? ახლა, წელს აღმოჩნდა და გაახსენდათ, რომ ეს წვრთნები არის პრობლემური. რაზეა საუბარი რატოა პრობლემური?
ჩვენი ბევრი პატივცემული პოლიტიკოსი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ ჩამოაყალიბა თავისი საშინაო და საგარეო პრიორიტეტები, ძალიან ხშირად საუბრობს არა პოლიტიკურ პროგრამებზე, არა კანონპროექტებზე, არა შეხედულებებზე არამედ, ისინი მარტივად ვარჯიშობენ ერთმანეთის გაქილიკებასა და გაკენწვლაში. ასეთი პოლიტიკური ფიგურები რომლებასც არ აქვთ ჩამოყალიბებულ არც ხედვა და არც პრიორიტეტები, ეძებენ საქმეს.

მე არ ვამბობ, რომ არ უნდა ვიყოთ ფრთხილად მაშინ, როცა საქმე ეხება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, რამენარად სადმე დავთმოთ ან შევლახოთ. არანაირად არ ვამართლებ მე რუსეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკას, მაგრამ სადაც არის საქართველოს საშინაო ინტერესები, ჩვენი უფლებები და სახელმწიფოებრიობა, იქაც ენის მოჩლექა არ შეიძლება." – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ-ამერიკული წვრთნების ჩატარება თავდაცვის მინისტრს, პარლამენტის დეპუტატმა, თამაზ მეჭიაურმა არ მოუწონა და მის საქციელს არაადეკვატური უწოდა. მეჭიაურის აზრით, ასეთი წვრთნები მეზობელ რუსეთს გააღიზიანებს და შესაძლოა საქართველო, ისევ ომის ქარცეცხლში გაეხვიოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...