გიორგი მარგველაშვილი: სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი – შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას

სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას – ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, ეს აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა, – ფსიქიური მდგომარეობა, როდესაც შენ გაუაზრებლად გეშინია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ სპექტრს მიეკუთვნება საქართველოს მოქალაქე, ყველასთვის ეს იყო მძიმე სტრესი, მძიმე ტვირთი, განსაკუთრებული რეალობადაკარგული რადიკალების გარდა, ალბათ არავის უნდოდა, არც ელენეს და არც მიხეილ სააკაშვილის წამებით სიკვდილი. ამ 50 დღის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და არა მთელი პარტია, რადგან შეუძლებელია მთელი პარტია ამდენად მძიმე ფსიქიკის მატარებელი იყოს, დაუპირისპირდა მთელ საზოგადოებას, პოლიტიკური სპექტრის მიუხედავად. ბოლოს უკვე დაუპირისპირდნენ ექიმებს, მედიცინას და მეცნიერებას. ბუნებრივი იყო, რომ ამ კატასტროფული დაპირისპირების შედეგად, ჩამოიშლებოდა ის შიდა ზღურბლიც, რომელიც პარტიაში არსებობს. ის სამწუხარო შიდა დისციპლინა, რომელიც ამ პარტიის ნორმალურ წევრებს ვერ აღებინებს ხმას, ვერ აფიქსირებინებს პროტესტს, იმ ძალიან მძიმე 50 დღის განმავლობაში, რომელიც ჩვენ გავიარეთ. ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, ეს აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა, – ფსიქიური მდგომარეობა, როდესაც შენ გაუაზრებლად გეშინია. სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...