გიორგი მარგველაშვილი: საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან პროკურატურით საუბარი, საშიში გზაა

9 აპრილის შემდეგაც კი ბოროტების იმპერიაში საბჭოთა კავშირში ოპოზიციონერები გაათავისუფლეს, იმიტომ კი არა, რომ კეთილები იყვნენ, არამედ მათ ესმოდათ პოლიტიკა, – ასე ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა “რეაქციაში”.

“ცოტა ხსნის წინ მე მგონი თქვენ ეთერში თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომ მას შეუთვალეს, რომ დააპატიმრებდნენ, მაგრამ ის უცხოეთიდან მაინც დაბრუნდა. ასეთ ადამიანს, რატომ აკავებენ სპეცოპერაციის ფორმით?! კიდევ ერთხელ გამოჩნდა კატასტროფული უცოდინრობა ისტორიის. თავიდან 20 ივნისი მე შევადარე 9 აპრილის ღამეს. მაშინაც იმპერიის წინააღმდეგ ქართველი ახალგაზრდობა გამოვიდა და მათ დაუპირისპირდა. რა თქმა უნდა მაშინ გაცილებით მძიმე იყო ეს ყველაფერი, მაგრამ როგორც ჩანს არ უნახავთ და არ წაუკითხავთ, რომ 9 აპრილის შემდეგ ჩამოვიდნენ ედუარდ შევარდნაძე, საბჩაკი და რა ქნეს იცით? ოპოზიციონერები კი არ დააკავეს, გაათავისუფლეს. კომენდანტის საათი გააჩერეს. მე ვსაუბრობ საბჭოთა კავშირზე, ბოროტების იმპერიაზე. იმიტომ კი არა, რომ კეთილები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკა ესმოდათ. მეტი ადამიანის დაკავება უფრო დაძაბავს ვითარებას, განსაკუთრებით ასეთი ფორმით.

მე 5 წლის განმავლობაში ვცდილობდი რაღაცა რაციონალური შემეტანა იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც ნელ-ნელა  კარგავდა რაციონალურ მხარეს. მახსენდება ხოლმე, როგორები ვიყავით როდესაც ვიბრძოდით და მოვედით ხელისუფლებაში, რა გუნდი ვიყავით, რა პოტენციალის მატარებლები ვიყავით შიგნით და მოხდა ამ ადამიანების ნელ-ნელა გუნდიდან ჩამოშორება. პროკურატურით საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან საუბარი საშიში გზაა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...