გიორგი მარგველაშვილი: პოლიტიკური სპექტრი არ არის შესაცვლელი, ისტორიის გაკვეთილებია სასწავლი

“იმედი მაქვს ჩამოყალიბდება მესამე პოლიტიკური ძალა”-ამის შესახებ, საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი, იმედს გამოთქვამს რომ მესამე პოლიტიკური ძალა ჩამოყალიბდება:

” პოლიტიკური სპექტრი არ არის შესაცვლელი, უბრალოდ ისტორიის გაკვეთილებია სასწავლი. ამ უპრინციპობის გამო ხდება, რომელიღაცა ძალის ავტორიტარულად ქცევა, ან რომელიმე ლიდერისთვის ყველაფრის გადაბარება. ეს ხდება ძალიან ხშირად.

მოაჯდებიან “ნაციონალები”? ნაციონალების გარდა, შესაძლოა, სხვა კოალიცია ჩამოყალიბდეს, მასაც დავუშვებ. იმედი მაქვს “ნაციონალურ მოძრაობას” რომელსაც თავისი სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს არ დააკლდება თავისი ხმები. “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” გარდა, იმედი მაქვს ჩამოყალიბდება მესამე პოლიტიკური ძალა”-ამბობს მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად