გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას: თქვენი დარჩენა პარლამენტში ჩემთვის დისონანსურია, მანდედან მაინც გამოდით!

ოპოზიციის დარჩენა პარლამენტში ჩემთვის დისონანსურია – მათ ხალხის რეაქცია უნდა გამოხატონ, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ყოველთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ერთ სულისკვეთებაში, ერთ ნოტაში, ერთ ემოციაზე ყოფნა. როდესაც გამოდიხარ და ამბობს, რომ უპრეცენდენტო თაღლითობა განახორციელა ამ ეტაპზე “ქართულმა ოცნებამ” და შენი ამომრჩეველი, რომელიც გიყურებს, მას ხომ ეს ემოცია უჩნდება, რომ აბა რაღაცა გააკეთე. პარლამენტში დარჩენა რაღაცა არგუმენტებით, არ მინდა გავაკრიტიკო, შესაძლოა რაღაცა არგუმენტები აქვთ, მაგრამ ჩემთვის ეს დისონანსურია.

როდესაც ჩემი წარმომადგენელი ზის “ქართულ ოცნებასთან” ერთად და იხილავენ რაღაცა კანონპროექტს, რომელმაც თაღლითურად მოატყუა საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები, მაშინ ბუნებრივი რეაქცია უნდა იყოს გამოხატული. ჩვენთან ხშირად ოპოზიცია იმაზე მეტს ფიქრობს ხოლმე, ვიდრე ხელისუფლება და ხელისუფლება უფრო სპონტანურად იქცევა, რაღაც არ მოუნდება, გააუქმა. აწონ-დაწონეთ, მაგრამ თქვენი ამომრჩევლის ემოციით იცხოვრეთ. პარლამენტიდან მაინც გამოდით, თუ სხვა არაფერი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...