გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას: სიმართლის დათმობა და თაღლითობაში მონაწილეობა არასდროსაა ქვეყნის სამსახური

სიმართლის დათმობა, ტყუილსა და თაღლითობაში მონაწილეობა არასდროსაა ქვეყნის სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

ის ოპოზიციას ურჩევს, რომ არ დათმონ პრინციპულობა, ხოლო ვინც დათმობს, პირველი ის აღმოჩნდება “ოცნების” სამიზნე.

“ჩემი ღრმა რწმენაა, რომ სიმართლის დათმობა, თაღლითობაში და ტყუილში მონაწილეობა არასდროს არ არის ქვეყნის სამსახური. აქედან გამომდინარე ჩემი, როგორც ერთი რიგითი ამომღცევლის აზრია, რომ სტრატეგიული მიზანი ამ ტყუილის გამოსწორება და ხელახალი არჩევნების ჩატარება უნდა იყოს. დინამიკა და ტაქტიკა, როდის მოხდება – შემოდგომაზე, გაზაფხულზე თუ რა პოლიტიკური ელფერით, ეს მე მონაწილე პოლიტიკოსებითვის მიმინდია.

შიდა სამზარეულოს გამოცდილებით შემიძლია ვუთხრა მათაც და საზოგადოებასაც შემდეგი, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში ვინც გატყდება და ნახევრად გატკბილებული გამცემლობით, დათმობით თუ პრინციპებზე უარის თქმით ვინც გადავა ამ ზღვარს, პირველი ის იქნება “ოცნების” მთავარი პოლიტიკური სამიზნე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად