გიორგი მარგველაშვილი: ოლიმპიური ფესტივალის დახურვასაც არ დავესწრები

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტორს" ეთერში იმ მიზეზებზე  ისაუბრა, თუ რატომ არ დაესწრო ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საზეიმოდ გახსნას და იქვე აღნიშნა, რომ არ აპირებს ხვალ, ოლიმპიური ფესტივალის საზეიმო დახურვაში მონაწილეობის მიღებას. 

"ემოციურად, როგორც მოქალაქე, როგორც ქართველი ვიყავი და ვარ აღტაცებული ამ ამბით, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, არ შემეძლო პროტოკოლის დარღვევით დავსწრებოდი ოლიმპიური ფესტივალის გახსნას. გარკვეული პროტოკოლის დაცვა იყო საჭირო, რომ ადეკვატური ფორმით მომხდარიყო პრეზიდენტის ჩართვა ამ პროცესში. ეს მცდელობა იყო ახლახანს დახურვასთან მიმართებაშიც, მაგრამ არ მოხერხდა. ვფიქრობ, რომ ამ დეტალმა ჩრდილი არ უნდა მიაყენოს ამ დიდ ზეიმს, რომელსაც მე როგორც მოქალაქე აღტაცებით ვუერთდები. ჯერ-ჯერობით თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქე ვარ და გადაადგილებას ვერავინ შემიზღუდავს, ვერცერთი მიმართულებით. მე ვლაპარაკობ პროტოკლის ნაწილზე. პროტოკოლი გულისმხმობს ბევრ კომპონენტს…"

ჟურნალისტის კითხვაზე: " ანუ როლი არ გქონდათ როგორც პრეზიდენტს?" გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა: "მარტივად ეგრეა". 

როგორც პრეზიდენტმა განცხადა, იგი არც ხვალ დაეწრება ფესტივალის საზიმო დახურვის ცერემონიალს.

"ამ თემამ ჩრდილი არ უნდა მიაყენოს არაფერს. დამთავრდეს ეს თამაშები და ამაზე მერე ვისაუბროთ. დღეს, ყველამ გავიხაროთ იმ დიდი წარმატებით, რომელიც გვაქვს არამარტო სპორტული თამაშების თვალსაზრისით, არამედ იმით, რომ ასეთი მშვენიერი ღონისძიება ჩვენთან ჩატარდა. რომელსაც მე, როგორც მოქალქე აღტაცებით დავესწრებოდი, როგორც გახსნას, ასევე დახურვას… კიდევ ვერ დალაგდა ეს საკითხი და ხვალაც არ ვიქნები დახურვაზე…" – განაცხადა პრზიდენტმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...