გიორგი მარგველაშვილი: ნამდვილად ვიცი, არც “ქართული ოცნება” მინდა და არც “ნაცმოძრაობა”

რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მომცეს ალტერნატივა”-ამის შესახებ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამომრჩეველი ყველა პოლიტიკურ ძალას ჰყავს:

„მე ვხედავ პოლიტიკურ სიბრტყეს შემდგნაირად: არის ბუნებრივია სახელისუფლებო ამომრჩეველი, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით მოსწონს ან სხვა ალტერნატივას ვერ ხედავს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებას დაუჭიროს მხარი, ან უბრალოდ ყოველთვის არის ნაწილი, რომელსაც ცვლილებები არ უნდა; არის სტაბილური „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი, რომელმაც გაიარა ის 9 წელიწადიც, აძლევდა ხმას და მოსწონდა ეს პარტია და ამ წლების განმავლობაშიც ნამდვილად ერთგულებს ამ პოლიტიკურ ძალას; არის ასევე ჩამოყალიბებული ამომრჩეველი არჩევანის გარეშე. მაგალითად, მე ვარ ასეთი ჩამოყალიბებული ამომრჩეველი, ნამდვილად ვიცი, რომ „ქართული ოცნება“ არ მინდა, ჩემი არგუმენტები მაქვს, ნამდვილად ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მინდა და ჩამოყალიბებული ვარ ამაშიც, თუ რატომ და ჩემი ჩამოყალიბებულობა უნდა გამოიხატოს იმაში, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მომცეს ალტერნატივა”-ამბობს მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად