პრეზიდენტი: მინდა მოგიწოდოთ ყველას, აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მეორე ტურში

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს საპრეზიდენტო არჩვნების მეორე ტურში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში არჩვანის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის დემოკრატიული პროცესისათვის.

“ქართველი ამომრჩევლის განცდა, რომ ის არის განმაპირობებელი პოლიტიკური ინსტიტუტების და პოლიტიკური ძალების წარმატებისა თუ მარცხის, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს ამ არჩევნებზე.

ძალაუფლების წყარო საქართველოში არის ხალხი, თქვენ ამას გრძნობთ და არავის უნდა დაეზაროს საკუთარი პოზიციის გამოხატვა და დაფიქსირება. ასევე, მინდა გავიმეორო ის, რაზეც აქამდე ვაკეთებდი ხაზგასმას, ეს არის თხოვნა საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და მოლოდინი ქართული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ, მეორე ტური ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, უაღრესად მნიშვნელოვანია იგივე მოცულობით, იგივე სკულპუოზურობით, იგივე ინტენსივობით იყოს სადამკვირვებლო მისიები წარმოდგენილი მეორე ტურის არჩევნების დროს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად