გიორგი მარგველაშვილი: “მინსკი გახდა ის ქალაქი, სადაც რეალურად ხდება შეთანხმებები”

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის და ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ერთობლივ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან ორი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე, ეკონომიკურ და საერთაშორისო ურთიერთობებზე ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშილის თქმით, ბელარუსის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, მნიშვნელოვან საფუძველს დაუდებს ჩვენს ქვეყნებს  შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას.

მისივე თქმით, ეს ვიზითი ბიზნეს სექტორს მისცემს ახალ იმპულსს, ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმაველბლად. ეკონომიკას.

"ჩვენ ხაზგასმით გამოვხატეთ ის მადლიერება, რომელსაც ქართული სახელმწიფო და საქართველოს საზოგადოება გრძნობს ბელარუსი ხალხის მიმართ და პირადად ბატონი ალექსანდრე გრიგორიჩის მიმართ იმ მხარდაჭერისთვის რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოს ურთულეს საკითხებთან მიმართებაში. ძალიან რთულ ვითარებაში ჩვენი ბელარუსი მეგობრები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდნენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ამისათვის ჩვენ მადლობა ვუთხარით, როგორც ბატონ პრეზიდენტს ასევე მთელ ბელორუს ხალხს. ხაზგასასმელია ის უმნიშვნელოვანესი როლიც, რომელსაც ჩვენი ბელარუსი მეგობრები თამაშობენ ჩვენი ერთიანი საარსებო სივრცის პრობლემების მშვიდოაბიანი გადაჭრების მიმართულებით, მინსკი გახდა ის ქალაქი, სადაც რეალურად ხდება შეთანხმებები, მშვიდობის, რეგიონის სტაბილურობის და მისი მდგრადობის გადასაწყვეტად. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ უკრაინის პრობლემას და იმ პოზიტიურ იმპულსს, რაც მინსკმა ამ თვალსაზრისით შექმნა და მისცა , როგორც უკრაინელ ხალხს ასევე მთელს რეგიონს".- განაცხადა მარგველაშვილმა. 
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად