გიორგი მარგველაშვილი: მაქვს კონკრეტული არჩევანი – კალაძე და მელია… მე შემოვხაზავ ოპოზიციას

მაქვს კონკრეტული არჩევანი – კალაძე და მელია… მე შემოვხაზავ ოპოზიციას. – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “კვირის ფორმულაში” თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

მაქვს კონკრეტული არჩევანი – კალაძე და მელია… მე შემოვხაზავ ოპოზიციას. რთულია ჩემთვის ჩემი ბიოგრაფიით შემოვხაზო ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც დაპირისპირებული ვარ 2003 წლიდან, მაგრამ მე იმ პოლიტიკურ ძალას არ ვხაზავ, მე ვხაზავ ოპოზიციას.

მე შემოვხაზავ ოპოზიციას, იმიტომ, რომ მე ვიცი, დღევანდელ რეალობაში იმ მითვისებას, იმ ქურდობას, იმ თაღლითობას, იმ თავზეხელაღებულ გარყვნილებას, რომელიც ტრიალებს ხელისუფლებაში და რომელსაც აღარავინ აჩერებს, პირიქით, უბიძგებენ, მიდით, ჭამეთ მეტი ეს ხალხის ფული, რამდენიც შეგიძლიათ, ამას ვერ გავაჩერებ მე, თუ არ გავაძლიერე ოპოზიცია. დღეს ერთად, ხვალ ცალ-ცალკე – ასეთი ფორმულით ვუყურებ” – გიორგი მარგველაშვილმა.

რთულია, ჩემი ბიოგრაფიით შემოვხაზო ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც დაპირისპირებული ვარ 2003 წლიდან

კომენტარები
იტვირთება...