გიორგი მარგველაშვილი: კრიმინალი და “ოცნება” ხელგადახვეულები ცდილობენ დაჩაგრონ ჩვენი მოქალაქეები 

კრიმინალი და “ოცნება” ხელგადახვეულები ცდილობენ დაჩაგრონ ჩვენი მოქალაქეები, – ასე გამოეხმაურა გადაცემა “რეაქციაში” საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმას.

“თუ გავიხსენებთ 31 ოქტომბრის არჩევნებს და რა რეაქციაც იყო ჟურნალისტების მიმართ, როგორი აგრესიითაც და თავხედობითაც ექცეოდნენ ეს მოკრიმინალო ელემენტებს ჟურნალისტებს, რომლებიც ჩვენი – საზოგადოებისთვის ინფორმირებისთვის მუშაობენ, ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს ალიანსი, ეს ფლირტი, რომელიც აბსოლუტურად გაფორმდა, “ქართული ოცნების” პოლიტიკურ ჯგუფსა და კრიმინალს შორის. ეს ფლირტი სხვადასხვა ფორმებს მიიღებდა, იღებს და მომავალშიც მიიღებს. ეს არის უკვე ურთიერთობა და ესმით ერთმანეთის. ვხედავ, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფსაც ესმის კრიმინალების. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კრიმინალი და პოლიტიკური ძალა ხელიხელ გადახვეულები ცდილობენ, რომ დაჩაგრონ ქვეყნის მოქალაქეები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...