გიორგი მარგველაშვილი: ივანიშვილს მცდელობა აქვს გახედნოს და მოარჯულოს ოპოზიცია 

ივანიშვილს მცდელობა აქვს გახედნოს და მოარჯულოს ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ივანიშვილს მცდელობა აქვს, გახედნოს და მოარჯულოს პოლიტიკური ოპოზიცია. ეს მარტივი გზავნილია. იქნებით ავტორიტარულ სისტემაში იმ როლის მოთამაშეები, რასაც გეტყვით? – მაშინ ჩვენ დავსხდებით და ვის დაგიწერთ 5%-ს და ვის დაგიწერთ 7%-ს. ეს არის კონსტრუქციული და არამავნებლური ოპოზიცია. ისე, როგორც ამას ხედავს ივანიშვილი და კობახიძე.

რაც შეეხება იმას, რომ უკვე დადგენილი პოლიტიკური კალენდარი პოლიტიკური ხელმძღვანელობის კეთილ ნებაზეა დამყარებული, ასეთი ქვეყანა ჩვეულებრივ ანეგდოტურ დიქტატორებად წამოდგება ხოლმე. ამას წინათ რომელიღაც ქვეყანაში თქვეს, ძვირი ჯდება არჩევნები და არ ჩავატარებთო. ანეგდოტურია, როდესაც გეუბნებიან, რომ ჩემ კეთილ ნებაზეა არჩევნები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...