გიორგი მარგველაშვილი: იმ ფონზე, როდესაც პატრიარქმა КГБ-ს გაუძლო, ეს კოღოს ნაკბენები ვერ შეარხევს!

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩემი სურვილით მოვედი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და შევხვდი იმისთვის, რომ გამომეხატა ჩემი მხარდაჭერა, სიყვარული და პატივისცემა.

არანაირი ასეთი ტიპის ინციდენტები, რომელიც ჩემი შეფასებით შეუძლებელია ხდებოდეს რაღაც უკანა პოლიტიკური ან ასეთი ტიპის მიზნების გარეშე,  ამან არ იმოქმედოს იმ ადამიანზე ვინც საქართველოსთვის უზარმაზარი ღვაწლი გასწია.

ბუნებრივია, ჩემი ურთიერთობის და მოსვლის მიზეზი ეს იყო. მაგრამ, მე დამხვდა აბსოლუტრად წელში გამართული ადამიანი, ნათელი მომავლის ხედვის, ისეთი კათოლიკოს-პატრიარქი დამხვდა, როგორსაც მე ვიცნობ ბოლო 40 წელიწადია. მის უწმიდესობას გავლილი აქვს არაერთი მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში, კგბ-ს სპეცსამსახურები ცდილობდნენ შეეცვალათ მისი ღირებულებები, ჩვენი ქვეყნის მიმართ სამსახურიდან  და მე მივხვდი, იმ ფონზე როდესაც პატრიარქმა ККВ-ს გაუძლო და საბჭოთა იმპერიის დანგრევას მოესწრო, ეს კოღოს ნაკბენები რაც ახლა არის მის მიმართ, ბუნებრივია არანაირად არ არის მისი შემრყევი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად