მარგველაშვილი: დაახლოებით 4000-მდე მსჯავრდებული შევიწყალე, მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გავაკეთე

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” განაცხადა.

“მე ქალბატონ პრეზიდენტის კრიტიკას და განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ გეტყვით, რომ შეწყალების საკითხი, რაც ჩემს მიმართ იყო წამოწყებული, ეს იყო უბინძურესი და ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი პროცესი.

დაახლოებით 4000 ადამიანამდე შევიწყალე და მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გავაკეთე. იმიტომ რომ ჩვენ ჩაგვბარდა ძალინ მძიმე პენიტენციალური წარსული. 

ჩვენ, პოლიტიკური ძალა მოვედით იმის მტკიცებით, რომ სააკაშვილი ძალინ ბევრ ადამიანს იჭერს უკანონოდ და შეუძლებელი იყო მე არ მოვმსახურებოდი ამ საკითხს პოლიტიკურად. 

ის სკანდალები, რაც მაში ძალიან აქტიურად აიწია და მართლა ტრაგიკული მოვლენა მოხდა. ადამიანი შევიწყალე რაღაც მცირე დანაშაულზე და ამ ადამიანმა კატასტროფული დანაშაული ჩაიდინა შემდეგ. 

მთელი აზრი და არსი კრიტიკის მდგომარეობდა იმაში, როგორ, მე როგორ ვერ განვჭრიტე ადამიანს რომ გამოუშვებდი ციხიდან… პიროვნულად ძალინ მაწუხებდა, ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ რეალურად რაზე იყო მოთხოვნა, როგორ, მე როგორ ვერ განვჭრიტე 6 თვით, 8 თვით და 10 თვით ადრე რას გააკეთებდა შეწყალებული”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად