გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ვიყავით, ვინც სააკაშვილი ხელისუფლებიდან გაუშვა – რატომ გვეშინია მისი ასე?!

რატომ გვეშინია ამ სააკაშვილის ასე – მე ბოლომდე არ მესმის”- ამის შესახებ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მარგველაშვილისთვის გაუგებარია, რატომ ეშინია „ოცნებას“ მესამე პრეზიდენტის, რომელიც ხელისუფლებიდან თავად გაუშვა:

” დღეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ სააკაშვილი არ დაბრუნდეს საქართველოში. ჯერ ერთი, აქ იყო სააკაშვილი თავისი ჯარით, პოლიციით, „ნაციონალური მოძრაობით“ და ყველაფრით, ჩვენ ვიყავით ერთად ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ვინც სააკაშვილის გაუშვა ხელისუფლებიდან. რატომ გვეშინია ამ სააკაშვილის ასე – მე ბოლომდე არ მესმის. პარანოიის დანერგვის გარდა, იდეოლოგიურად „ქართულ ოცნებას“ რა აქვს მიცემული.”-აცხადებს მარგველაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად