გიორგი მარგველაშვილი: ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს !

ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას”-განაცხადა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს.

” ხელისუფლება, რომელიც პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს ტყვიას ესვრის, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც მერე, პატრიოტული ლოზუნგებით გამოსულ მოქალაქეებს წყლის ჭავლით არბევს, არ არის დემოკრატიული. ხელისუფლება, რომელიც პოლიტპატიმრებს გააჩენს თავის ქვეყანაში, არის ავტორიტარი.

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ერს და საერთაშორისო პარტნიორებს მისცემს დანაპირებს და მოიტყუება, არის საერთაშორისო თაღლითი. ასეთი ხელისუფლება არ ეკადრება ჩვენს ერს და ჩვენს საზოგადოებას.”-ამბობს მარგველაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 20 ივნისთან დაკავშირებული აქცია მიმდინარეობს.

აქცია სახელწოდებით, „ერთად ოკუპაციის წინააღმდეგ“ მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „გაბედეს“ ორგანიზებით იმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, დღევანდელი აქციაზე იქნება გამოსვლები და რამდენიმე მუსიკალური პერფორმანსი. რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ავტომანქანები ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად