გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრ ლუკაშენკოს პირისპირ ხვდება

პირისპირ შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის  წევრები დაესწრნენ.

ცერემონიას საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრი  თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი, პრეზიდნეტის ადმინისტრაციის უფროსი  დავით პატარაია, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს ელჩი ბელარუსში  დავით კოტარია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მაოდგილე გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის  მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

ალექსანდრ ლუკაშენკომ და გიორგი მარგველაშვილმა ერთმანეთს სახელმწიფო  დელეგაციის წევრები გააცნეს. ბელარუსის სახლმწიფო დელეგაციის შემაგდენლობაში არიან ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საგარეო საქმეთა მინსიტრი ვლადიმერ მაკეი, შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ შუნევიჩი,სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლეონიდ ზაეცი, განათლების მინისტრინ მიხაილ ჟურაკოვი და  მრეწველობის მინისტრი ვიტალი ვოვკი.

 

ცერემონიალზე საქართველოსა და ბელარუსის სახელმწიფო ჰიმნები შესრულდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად