გიორგი მარგველაშვილი: გვაქვს საპატრიარქოში თავმოყრილი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი ჯგუფი, რომელსაც ძალადობაზე ლიცენზია აქვს აღებული

“ახლა გვაქვს საპატრიარქოში თავმოყრილი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი ჯგუფი, რომელსაც ძალადობაზე ლიცენზია აქვს აღებული. ეს ჯგუფი იდეოლოგიურად გვთავაზობს საზოგადოების კონტროლის ახალ ფორმებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ტერორი.”

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რეაქციაში” 5-6 ივლისს, “თბილისი პრაიდის” მოწინააღმდეგე ძალადობრივი ჯგუფების მიერ განცორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით განაცხადა.

“მეგობრებზე არ მინდა პიროვნულად ვისაუბრო ( მოსაყდრე შიო) , მაგრამ როდესაც საპატრიარქო აკეთებს განცხადებას, რომ მომავალში მუდმივად ასე იქნება, როცა საპატრიარქოს წარმომადგენლები ორგანიზებას უკეთებენ ამ ყველაფერს, და ძალადობის ფორმით თბილისის ქუჩებს აკონტროლებენ, ჩვენ უბდა ვიცოდეთ, იმ მანქანაში ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო რაც არის, ესაა იდეოლოგიურად პირდაპირ დაკავშირებული მოსკოვს. ეს არ არის ჭორი, მე არ ვლაპარაკობ, რომ ვიღაც სადღაც ვნახე, რომ ვიღაცას ელაპარაკებოდა… ეს იდეოლოგია ერთმნიშვნელოვნად, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრ კუთხეში ხორციელდება მოსკოვის მიერ. ამას არც მოსკოვი მალავს, არც რუსი იდეოლოგები მალავენ. ახლა გვაქვს საპატრიარქოში თავმოყრილი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი ჯგუფი, რომელსაც ძალადობაზე ლიცენზია აქვს აღებული. ეს ჯგუფი იდეოლოგიურად გვთავაზობს საზოგადოების კონტროლის ახალ ფორმებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ტერორი” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეკითხვაზე, “ანუ საპატრიარქო რუსულ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს?” – გიორგი მარგველაშილა უპასუხა:

“სახელდობრ არ განვიხილავ და ყველა სასულიერო პირზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ის განცხადებები, რაც ოფიცილურად საპატრიარქოდან არის და მოცულობა სასულიერო პირებისა, ვინც ამ თემებით ქადაგებენ, მარტივია – ეს არის რუსეთის ორგანიზებული შეტევა დასავლეთზე და საქართველოზე. პირველ რიგში, საქართველოა და მერე ევროატლანტიკური არჩევანი. წარმოიდგინეთ, ეს არის უსეთის მხარდაჭერა, იდეოლოგიურ სტაბილურობაზე, ეს არის ხელისუფლებისთვის მწვანე შუქის ანთება და ბოლოს ევროკავშირის დროშის ორჯერ დაწვა ქალაქის მთავარ მოედანზე”.

კომენტარები
იტვირთება...