გიორგი მანველიძე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა ძალამ, თავი ავარიდეთ პროვოკაციას, რომელიც დაგეგმა „ნაცმოძრაობამ“

“ქართული ოცნების” ბათუმის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ რეგიონში ოპოზიციის წარმომადგენლები აწყობენ პროვოკაციებს, რაც მმართველი გუნდის ინტერესებში არ შედის. გიორგი მანველიძე სამართალდამცველებს რეაგირებისკენ და მსგავსი ფაქტების აღკვეთისკენ მოუწოდებს.

“ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოაწყვეს პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტს და ფიზიკურ დაპირისპირებას. ჩვენ როგორც ხელისუფლებამ და პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა ძალამ თავი ავარიდეთ კონფლიქტს და პროვოკაციას, რომელიც დაგეგმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და განახორციელა მათმა წარმომადგენელმა. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს აღკვეთილი იქნას მსგავსი შესაძლო პროვოკაციები, რაც ნაც. მოძრაობის დღის წესრიგს წარმოადგენს”, – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი მანველიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს. ანზორ ბოლქვაძეს ხულოში, სოფელ დიდაჭარაში მოქალაქეები უპირისპირდებიან და სოფლიდან წასვლისკენ მოუწოდებენ. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ ბოლქვაძეს ახალგაზრდა კაცი უახლოვდება და ეუბნება, რომ მისი მოღვაწეობა დასრულებულია.

”თქვენ წესიერი ადამინების მოწინააღმდეგე კაცი ხართ, ყველაფერი დაასრულეთ უკვე. თუ რამის გაკეთება უნდოდა, ყველამ იცი რა პრობლემაც მქონდა. შენ, რომ დეპუტატი გამხდარიყავი მაგისთვის ვიბრძოდი და მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამიშვი. ადამიანს ცხოვრება დამინგრიე, კიდევ მოდიხარ ჩვენს სოფელში. მთლიანად საძმაკაცოს ცხოვრება დაგვინგრიე და რა, როგორ მოდიხარ აქ?” – ამბობს ახალგაზრდა კაცი.

გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გრძელდება, „ქართული ოცნების“ დაპირისპირებული ახალგაზრდების ნაწილს, როგორც ვიდეომასალაში ჩანს, გაერთიანებული ოპოზიციის მაისურები აცვიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად