გიორგი ლომია პრემიერს: დღემდე არ მესმის, რატომ არ შეიძლებოდა მანქანაში წინ დასმა და რატომ შეიძლებოდა, უკან ორის ჩაჯდომა?

საპარლამენტო ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრმა გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეკითხვებით მიმართა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და დაინტერესედა, უახლოეს მომავალში იგეგმება თუ არა გარკვეული რეგულაციების იმ სასწავლებლებისთვის, რომლისთვისაც დისტანციური სწავლება არ ხერხდება.

ამასთან, გიორგი ლომიას აინტერესებს, საგანგებო მდგომარეობის დროს, რატომ იყო, მანქანაში, მძღოლის გვერდით დაჯდომა აკრძალული.

“ბევრი რამ გაკეთდა და მადლობა გადავუხადეთ პირველ რიგში ექომებს, ჯარისკეცებს, პოლიციელებს. ბევრი რამ გაკეთდა გადაჭარბებულად. მაგალითად, დღემდე არ მესმის, რატომ არ შეიძლებოდა მანქანაში წინ ადამინიას დასმა მძღოლის გვერდზე და უკან შეიძლებოდა ორი ადამიანის ჩაჯდომა. ბევრი რამ გადაჭარბებულად კეთდებოდა, მაგრამ, ალბათ, თავი დაიზღვიეთ. მე მაინტერესებს, სასწავლო დაწესებულება, თქვენ თქვით რომ მალე გაიხსნება სხვადასხვა მიმართულების დარგები და მაინტერესებს, სასწავლო დაწესებულება, რომელსაც არ შეუძლია  აწარმოოს დისტანციური სწავლება, რადგან აქვს პრაქტიკული აუცილებლობა, მაგალითად საავიაციო უნივერსიტეტი, რომლის კურსანტიც პრაქტიკის გარეშე ვერ დაამთავრებს სასწავლებელს. არის თუ არა გათვალისწინებული რაიმე რეგულაციები და ახალო მომავალში იგეგმება თუ არა ამ რეგულაციების შემოღება?”-განაცხადა გიორგი ლომიამ.

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე “კოვიდ-19” -ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყო. დღევანდელ პლენარულ სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც.

კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს უსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესს და ა.შ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს. პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად